LOADING CLOSE

თანამედროვე ტიპის კომფორტული აპარტამენტები ტაბახმელაში

თანამედროვე ტიპის კომფორტული აპარტამენტები ტაბახმელაში

თბილისიდან 8 კმ-ს დაშორებით, კურორტ ტაბახმელაში თანამედროვე არქიტექტურის
სასტუმროს ტიპის კომპლექსი, „ტაბახმელა აპარტამენტები“ მდებარეობს. უნიკალური
ჰავითა და ბუნებრივი საფარით დაჯილდოვებული ტაბახმელა, რომელიც ზღვის დონიდან
800 მეტრზე მდებარეობს, ზაფხულისა და ზამთრის დასვენებისთვის თბილისთან ახლოს
მდებარე ლოკაციებიდან საუკეთესოა.

„ტაბახმელა აპარტამენტები“ დამსვენებელს თბილისიდან 20 წუთში, მყუდრო და
კომფორტულ სივრცეში, 20 ბინა-აპარტამენტს სთავაზობს ფართების ფართო არჩევანით.
კომპლექსში დამსვენებელი ასევე აღმოაჩენს სასადილოსა და დასასვენებელ ოთახებს;
კეთილმოწყობილ მისაღებ დარბაზს, სკვერს და გამწვანებულ ეზოს საბავშვო ზონით; ასევე
პარკინგისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეს.

კომპლექსი მომავალ მობინადრეებს ასევე განსაკუთრებულ მომსახურებასაც სთავაზობს:
უსაფრთხოება და აპარტამენტის გაქირავებაზე ზრუნვა დამატებითი კომფორტი და
ინვესტიციაა ბინების მომავალი მფლობელებისთვის.

ბინა-აპარტამენტები 7-სართულიან კომპლექსშია განლაგებული. აპარტამენტის
მინიმალური ფართი 51 კვ.მ.-ია. ბინაში განსაზღვრულია სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი,
საძინებელი, სველი წერტილები და ტერასა. 51კვ.მ.-იანი ბინის ღირებულება $28 215-ია;
57.15კვ.მ-იანი ბინის ღირებულება – $31 443; 62.5კვ.მ-იანი ბინის ღირებულება $34 375,
ხოლო 105.7კვ.მ-იანი ბინის ღირებულება – $58 135.

კომპლექსის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამჟამად სრულადაა
აშენებული კარკასი და მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
მომავალ მობინადრეებს ბინა-აპარტამენტები მწვანე კარკასის კონდიციით ჩაბარდება, რაც
გულისხმობს: ცენტრალურ გათბობას, შიდა დაქსელვას, გალესილ კედლებს, მოჭიმულ
იატაკს, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას, რკინის კარსა და დასრულებულ ტერასებს.
ტაბახმელა აპარტამენტში ასევე შესაძლებელია შიდა განვადება 2 წლის ვადით. მობინადრე
წინასწარ იხდის ბინის საერთო ღირებულების 30%-ს, დანარჩენ თანხას კი ანაწილებს 2
წლის მანძილზე. განვადებით სარგებლობის შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ღირებულება – 600 აშშ
დოლარია.