LOADING CLOSE

„არეა ექსპო 2019“ – უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საქართველოში!

4-5 მაისს, შერატონ მეტეხი პალასი უძრავი ქონების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას, „არეა ექსპო 2019“-ს მასპინძლობს, სადაც  წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოღვაწე დეველოპერების მიერ საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართები.

ამ ორი დღის განმავლობაში თითქმის ყველა სამშენებლო პროექტი და დეველოპერი კომპანია ერთ ადგილას გაერთიანდება და მომხმარებელს სპეციალურ ფასებსა და გადახდის პირობებით სარგებლობას შესთავაზებს.

გამოფენაზე თქვენ შეძლებთ გაესაუბროთ არამხოლოდ დეველოპერების, არამედ ბანკების წარმომადგენლებსაც, რათა უძრავი ქონების შეძენის ან მშენებლობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის პირობები ადგილზე იყოს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, არქიტექტორებს, რომლებიც წარმოადგენენ უახლეს ტექნოლოგიებს, პროექტებსა და ტრენდებს დეველოპერულ ბაზარზე.

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

დაგვირეკე