როგორ შევარჩიოთ სანდო კომპანია
ბინის შეძენის გადაწყვეტილება რთული და საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომლის დროსაც უამრავი ნიუანსის გათვალისწინება გვიწევს. პირველი, რაც ამ დროს უნდა გავაკეთოთ, სანდო კომპანიის შერჩევაა. სანდო კომპანია ნიშნავს კომპანიის, რომელიც დადგენილ ვადებში გაბარებს ბინას; იცავს ხელშეკრულების პირობებს; აშენებს ხარისხიანად და ა.შ.
გთავაზობთ იმ რჩევებს, რაც ბინის ყველა მსურველმა უნდა გაითვალისწინოს:
უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტეთ კომპანიის ასაკი – გაარკვიეთ რამდენი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობს, მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს.
დააზუსტეთ კომპანიის სამუშაო გამოცდილება – წარმატებით დასრულებული და შესახლებული ობიექტების არსებობა ნიშნავს თქვენთვის საინტერესო პროექტის დროულად, ხარისხიანად და უპრობლემოდ განხორციელებას.
დააზუსტე უკვე დასრულებული ობიექტების არსებობა –მოინახულეთ ის ობიექტები, რომელიც აშენებული აქვს კომპანიას, ეს საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ დეველოპერის მიერ შესრულებული ვალდებულებები, როგორც სახლის მშენებლობის, ასევე სადარბაზოსა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი.
კომპანიის შესახებ რეკომენდაციები მიიღეთ არსებული მომხამრებლისგან – ყველაზე სანდო რეკომენდატორად განიხილება სწორედ არსებული მომხმარებელი, რომელსაც კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, აიღე რეკომენდაცია მათგან და დააზუსტეთ მათი კმაყოფილების თუ უკმაყოფილების მიზეზები.
მასალა მომზადებულია მენაშენეთა ასოციაციის რეკომენდაციებით.