კოვიდ 19-ის გავლენა უძრავი ქონებს შეძენით დაინტერესებულ პირებზე – მომხმარებლის მოლოდინებისა და ქცევის კვლევა პანდემიამდე და მის შემდეგ
- Covid 19 -ის შედეგად, 2020 წლისთვის უძრავი ქონების, კერძოდ საცხოვრებელი ფართის შეძენით დაინტერესებული მომხმარებლების გადაწყვეტილება და განწყობა შეიცვალა. უძრავი ქონების შეძენა გადაიფიქრა მომხმარებელთა 25%, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის შეძენაზე ფიქრი დაიწყო 9% – მა, რომელიც კოვიდამდე არ განიხილავდა მსგავს გადაწყვეტილებას.
- კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 32.84% კოვიდამდე აპირებდა უძრავი ქონების შეძენას, მაშინ როდესაც კოვიდის შემდეგ, ამას მხოლოდ 18.76% აპირებს. თუ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ავაგებთ სანდოობის 95%-იან ინტერვალებს, მაშინ ირკვევა, რომ მთლინად მოსახლეობაში კოვიდამდე 28.6%-დან 37.1%-მდე განიხილავდა უძრავი ქონების შეძენას, ხოლო კოვიდის შემდეგ განიხილავს 15.2%-დან 22.3%-მდე.
- მომხმარებლების უმეტესობა (69%) საცხოვრებელი ფართის შეძენას აპირებს/აპირებდა საბანკო იპოთეკური სესხის დახმარებით, ხოლო 19% დეველოპერული კომპანიის შიდა განვადებით სარგებლობას განიხილავს/განიხილავდა.
- მომხმარებლების ძირითადი ნაწილისთვის (78%) შექმნილი გარემოება შემაფერხებელი აღმოჩნდა.
- უძრავი ქონების შეძენისას, შეფერხების ძირითად და თანაბრად მნიშვნელოვან მიზეზად განიხილება: დოლარის კურსის არასტაბილურობა, შემოსავლების შემცირება და საცხოვრებელ ფართებზე ფასების კლების მოლოდინი.