LOADING CLOSE

როგორი ტიპის ბინა გვჭირდება

შესაძლოა, ჩვენს წარმოდგენაში საკუთარი ბინა დიდი ფართისაა და ცენტრალურ უბანში (ან გარეუბანში) მდებარეობს, მაგრამ ჩვენი წარმოდგენები და სურვილები ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაემთხვეს ჩვენს საჭიროებებს და, რაც მთავარია, ბიუჯეტსაც.

რაციონალურად შეარჩიეთ ბინის საერთო ფართი – ნუ იყიდით უზომოდ დიდ ბინას. ბინის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების რაოდენობა შესახლებიდან 5 წლის განმავლობაში. განსაზღვრეთ მათთვის საკმარისი ოთახების რაოდენობა და ასევე ოთახების ფართის მოცულობები.

გაითვალისწინეთ, რომ დიდ ბინას უფრო მეტი დრო და რესურსი სჭირდება როგორც მოსავლელად, ასევე გასათბობად თუ გასაგრილებლად.

გაარკვიეთ გათვალისწინებულია თუ არა წინასწარ პროექტით კონდიციონერის და გათბობის ქვაბის ადგილი –თუ კი, ეს ნიშნავს რომ სახლის იერსახე დროთა განმავლობაში არ დამახინჯდება.

აგრეთვე, აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ ბინის გეგმარებას. დეტალურად განიხილეთ დეველოპერ კომპანიასთან თქვენთვის სასურველ ბინაში ოთახების შესაძლო განლაგება. გახსოვდეთ, რამდენი ღიობიცაა გათვალისწინებული გეგმარებაში, იმდენი ოთახი გექნებათ მომავალში. შესაბამისად, არ მოგატყუოთ უზომოდ დიდმა ფართმა.

უპირატესობა მიანიჭეთ გამჭოლ ბინებს – ამით განიავების საკითხსაც მარტივად გადაჭრით მომავალში.

თუკი ტიხრების გაკეთებას თავად გეგმავთ, წინასწარ გაითვალისწინეთ სველი წერტილების და სხვა კომუნიკაციების განლაგება სახლში. გახსოვდეთ, რომ მათ ადგილებს ვერ შეუცვლით.

მასალა მომზადებულია მენაშენეთა ასოციაციის რეკომენდაციებით.

დაგვირეკე