LOADING CLOSE

Area Group

არეა ჯგუფი დაფუძნდა 2018 წლის 31 იანვარს ევროპის მარკეტინგული
კონფედერაციის აკრედიტაციის მქონე მარკეტერების მიერ. ჩვენი მისიაა,
ხელი შევუწყოთ საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას საქართველოში უძრავი
ქონების სფეროში.

არეა ჯგუფი წარმოადგენს უძრავი ქონების სერვისების კომპანიას, რომელიც
უზრუნველყოფს დეველოპერებისთვის სტრატეგიული მარკეტინგული
მომსახურებისა და გაყიდვების ჯგუფის აუთსორსინგს. ჩვენ ვეხმარებით
დეველოპერებს, რათა ბაზარზე შევიდნენ საკუთარი ბრენდით,
გრძელვადიანი მარკეტინგული დაგეგმარებით, გათვლებით და სწორი
კომუნიკაციითა და პროფესიონალი გაყიდვების ჯგუფის მომსახურებით
ეფექტურად წარმოადგინონ საკუთარი უძრავი ქონება მომხმარებლების წინაშე.

ჩვენ შესახებ

არეა ჯგუფი“ წარმოადგენს პროფესიონალთა და ექსპერტთა გუნდს უძრავი ქონების სერვისების სფეროში. ჩვენ დეველოპერებს, უძრავი ქონების მფლობელებსა და საცალო მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას: სტრატეგიულ კონსულტაციას, გაყიდვების აუთსორსინგს, პროექტების მარკეტინგს, ბრენდინგს, პროექტების მენეჯმენტს, კვლევებს, შეფასებას.

ჩვენი მისია

ჩვენ ვცდილობთ აქამდე ძვირადღირებული ბიზნეს-სერვისები ხელმისაწვდომ აუცილებლობად ვაქციოთ დეველოპერული ბაზრის ნებისმიერი ბიზნეს-ერთეულისთვის. ამგვარად, ვცდილობთ ახალ საფეხურზე ავიყვანოთ უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში, რათა დეველოპერებთან ურთიერთობა და მათი პროდუქტი ასოცირდებოდეს ხარისხთან და კომფორტთან. 

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია, მომსახურების ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ უძრავი ქონების ბაზარზე და ჩვენი პარტნიორების საქმიანობა გავხადოთ უფრო წარმატებული, ხოლო უძრავი ქონების პოტენციურ მყიდველთა ძიება/შეძენის პროცესი უფრო კომფორტული, მარტივი და სასიამოვნო.

დამფუძნებლები

ნინო ჯინჯოლავა
    ნინო ჯინჯოლავა

    ევროკავშირში აკრედიტირებული მარკეტინგის მენეჯერი (EMC აკრედიტაცია, NIMA B2 level)

    თამარ მაშავა
      თამარ მაშავა

      ევროკავშირში აკრედიტირებული მარკეტინგის მენეჯერი (EMC აკრედიტაცია, NIMA B2 level)

      ჩვენი პარტნიორები

      დაგვირეკე