LOADING CLOSE
არეა-ექსპო

არეა ექსპო 2018 – პირველი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა საქართველოში

30, 31 მარტს და 1-ელ აპრილს, თბილისში პირველად უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა „არეა ექსპო 2018“ ჩატარდა. ღონისძიებას ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა.

გამოფენაზე თავი დეველოპერებმა, ბანკების წარმომადგენლებმა და მომხმარებლებმა მოიყარეს. საგამოფენო სივრცის მე-4 და მე-5 პავილიონები ჯამში 100-მდე დეველოპერს და 2000-მდე სტუმარს დაეთმო.

3-დღიანი ღონისძიება ინფორმაციულად დატვირთული და საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდგა. გაიყიდა და დაიჯავშნა ათეულობით ბინა. გამოფენას სტუმრობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე, უცხოელებიც, რომლებსაც აინტერესებთ უძრავი ქონება საქართველოში. გარდა ამისა, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ talk-ების სერია სამშენებლო საკითხებზე, რომლის ორგანიზატორიც marketer.ge იყო.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხშირად ტარდება საზღვარგარეთ. ის მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ერთ ადგილზე დაათვალიეროს და გაეცნოს საქართველოში მიმდინარე მშენებარე თუ უკვე აშენებული პროექტები, შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ბინა, საოფისე, ასევე კომერციული ფართ რეგიონის, უბნის, არქიტექტურის გათვალისწინებით და რაც მთავარია, სპეციალური პირობებით და ფასებით.

დაგვირეკე